ალკასერი გატანილი გოლით მოხარულია
"ბარსელონას" ფორვარდმა, პაკო ალკასერმა ესპანეთის სამეფო თასის ფინალში, "ალავესთან" გამარჯვების შემდეგ, კატალონიური კლუბის რიგებში თავისი პირველი სეზონი შეაჯამა.
"ბარსელონაში" უფრო და უფრო ვვითარდები. დასაწყისში, რამდენიმე თვის განმავლობაში გოლი ვერ გამქონდა. ადაპტაცია უნდა გამეგრძელებინა.
დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდა. მიხარია, რომ ფინალში გატანილი გოლით გუნდს დავეხმარე. მე მასწავლიდნენ, რომ თუ რაღაც არ გამომდის, მიზანისთვის ბოლომდე უნდა იბრძოლო. მესისთან ერთად თამაში - ეს რაღაც დაუჯერებელია. ის მსოფლიოში საუკეთესოა და ამას ყოველდღე ამტკიცებს."-ამბობს ალკასერი.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]