ბართომეუ: "ბარსელონას" კარი ენრიკესთვის მუდამ ღიაა"
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ ესპანეთის სამეფო თასის ფინალის შემდეგ, ლუის ენრიკეს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე გაწეული სამუშაოს გამო მადლობა გადაუხადა.
"ესპანეთის სამეფო თასის მოგება შესანიშნავია მაშინაც კი, თუ სეზონისგან ბევრად უფრო მეტს ველოდით. შიდა ჩემპიონატში ბოლო ტურამდე ვიბრძოდით, ახლა კი ამ ტურნირზე მოპოვებული წარმატებით დავტკბებით, რადგან ეს მარტივი არ აღმოჩნდა.
მომდევნო სეზონისთვის უნდა მოვემზადოთ. ლუის ენრიკე კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია. "ბარსელონას" კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება."-ციტირებს ბართომეუს სიტყვებს Marca.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]