პიკე გულშემატკივრების სტვენაში პრესას ადანაშაულებს
"ბარსელონას" ცენტრალური მცველი ჟერარ პიკე ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრების მიერ მისი მიმართ სტვენაზე საუბრობს და ამაში პრესის წარმომადგენლებს ადანაშაულებს.
"ესპანეთის ნაკრების გულშემატკივრების სტვენა? ამ კითხვას წლებია რაც მისვამთ. ეს საკითხი აქტუალური თქვენ გახადეთ.
გულშემატკივრები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ მისტვენდნენ, თქვენი ჟურნალისტებისა და გამოკითხვების წყალობით კი, ისევ დაიწყეს.
ხალხი არ მისტვენდა, შემდეგ კი, ისევ განაახლეს.
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს კატალონიის დამოუკიდებლობის გამო ხდება? ფიქრობთ, რომ ამის მიზეზი პოლიტიკურია? ამ საკითხზე ოდესმე მისაუბრია?
ამ კითხვას პასუხი უკვე 20-ჯერ გავეცი. გადახედეთ პრესას." - განაცხადა პიკემ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]