კეიტას მე-100 მატჩი
გუშინ, ჩემპიონთა ლიგაზე, დანიურ "კოპენჰაგენთან" გამართული მატჩი სეიდუ კეიტასთვის მე-100 ოფიციალური თამაში გამოდგა, რომელიც მალელმა ფეხბურთლმა "ბარსას" მაისურით ჩაატარა. როგორც იცით, კეიტა მოედანზე 89-ე წუთზე შევიდა, შეცვალა რა ანდრეს ინიესტა.
სეიდუ კეიტა გუნდში 2008 წელს მოვიდა "სევილიადან". მას შემდეგ, ესპანეთის ჩემპიონატში მან 65 მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაზე - 23, ესპანეთის თასზე - 6, ესპანეთის სუპერთასზე - 4, ხოლო ევროპის სუპერთასსა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე - თითო. ამ 100 თამაშში 30 წლის მალელს 13 გატანილი გოლი დაუგროვდა.
"ბარსელონასთან" ერთად კეიტამ ორჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ამდენჯერვე ქვეყნის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის თასი, ევროპის სუპერთასი და საკლუბო მუნდიალი მოიგო
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]