კლემენტე: "კრუიფის მთავარი დამსახურება "ბარსას" სათამაშო სტილი არაა"
ესპანეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხავიერ კლემენტე იოჰან კრუიფის მემკვიდრეობას აფასებს და აცხადებს, რომ ჰოლანდიელის მთავარი დამსახურება "ბარსელონას" სათამაშო სტილის შექმნა არაა.
"კრუიფის მთავარი დამსახურება არც "ბარსელონას" თამაში, არც მატჩები, არც 3-4-3 სისტემა და არც ნახევარმცველების მოქმედებაა. კრუიფის მთავარი ღირებულება მისი ინდივიდუალურობა და ავტორიტეტია, რომლის წყალობითაც ის გუნდს მართავდა. ფეხბურთელები ყოველთვის იმას აკეთებდნენ, რასაც ის ეტყოდა. და უსამართლობაა, მწვრთნელები მხოლოდ ტიტულებით შევაფასოთ." - ციტირებს კლემენტეს სიტყვებს Mundo Deportivo.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]