დენის სუარესი: "ბელერინის ტრანსფერი? რთული ვითარებაა"
დენის სუარესმა განაცხადა, რომ "არსენალის" ფეხბურთელს, ექტორ ბელერინს "ბარსელონაში" ტრანსფერის თაობაზე ესაუბრა.
"ბელერინს ვესაუბრე და მინდა გითხრათ, რომ რთული ვითარებაა. "არსენალი" მას მუდამ ენდობოდა. "ბარსელონაში" ტრანსფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ორივე მხარემ უნდა მიიღოს - ექტორმა და "მეთოფეთა" ხელმძღვანელობამ. ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მინდა, რომ ესპანელი "ბლაუგრანაში" გადმოვიდეს.
რობერტომ და ალეიშ ვიდალმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს, მაგრამ ბელერინის ტრანსფერი კონკურენციას გაზრდის. ამასთანავე, ექტორსა და სერჟის მოედანზე ერთდროულად ყოფნა და სხვადასხვა მოვალეობის შესრულება შეუძლიათ.
ბელერინთან საუბრისას გავიგე, რომ ერთის მხრივ მას "ბარსაში" გადმოსვლა სურს, მაგრამ ის "არსენალისადმი" მიჯაჭვულობას გრძნობს. ვიმეორებ, რომ ეს რთული სიტუაციაა."-ამბობს დენისი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]