დენისი: "ბელერინს ვერ გადაუწყვეტია, რა უნდა"
"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა, დენის სუარესმა, ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში მის თანაგუნდელზე, ექტორ ბელერინზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "არსენალის" ფეხბურთელს ვერ გადაუწყვეტია, ინგლისში დარჩენა სურს, თუ კატალონიაში დაბრუნება.
"ბელერინს ვესაუბრე. ერთი მხრივ, მას "ბარსელონაში" გადმოსვლა სურს, მაგრამ მეორე მხრივ, ის "არსენალზე" დამოკიდებულია. ეს ის კლუბია, სადაც მას შანსი მისცეს. შექმნილი სიტუაცია, მისთვის, იოლი არაა, რადგან "არსენალმა" მასზე ფსონი ძალიან ახალგაზრდა ასაკში გააკეთა და გუნდი ფეხბურთელს გაზრდაში დაეხმარა. ეს საკითხი მისი და "არსენალის" გადასაწყვეტია. არ ვიცი, რა მოხდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ბელერინი "ბარსელონაში" გადმოვა, რადგან ის ჩემი მეგობარია." - აცხადებს დენის სუარესი.
დენის სუარესი და ექტორ ბელერინი, ამჟამად, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე არიან. ამ წუთებში, ესპანეთსა და მაკედონიას შორის მატჩი იწყება და ორივე ეს ფეხბურთელი "ფურია როხას" სასტარტო შემადგენლობაშია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 46 ]