მუნირს მაროკოს ნაკრებში თამაში სურს
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ახალგაზრდა თავდამსხმელი მუნირ ელ ჰადადი აპირებს ესპანეთის ნაკრებზე უარი თქვას და საერთაშორისო ასპარეზზე მაროკოს ეროვნული გუნდის მაისურით გამოვიდეს.
მუნირს ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში უკვე უთამაშია. 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ის მოედანზე მაკედონიასთან გამართულ შეხვედრაში გამოვიდა. მატჩის შემდეგ, ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მას მაროკოს ნაკრებში თამაშზე არასდროს უფიქრია. თუმცა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, სიტუაცია შეიცვალა.
Onda Cero-ს ცნობით, მუნირმა საჭირო პროცედურები უკვე გაიარა იმისათვის, რომ ესპანეთის მოქალაქეობა დათმოს და მაროკოსი მიიღოს. თუმცა, მშობლიური ქვეყნის ნაკრებში თამაშისთვის ეს საკმარისი არ იქნება. აუცილებელია როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის, ასევე FIFA-ს თანხმობა. აქამდე არსებული გამოცდილება მუნირს ოპტიმიზმის საფუძველს არ უნდა აძლევდეს - ესპანელებმა, სხვადასხვა დროს, ბოიან კრკიჩსა და ბორხა ვალეროს, სერბეთისა და იტალიის სახელით თამაშზე უარი უთხრეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]