"ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" 2008 წელს ნავასზე უარი თქვეს

"ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" 2008 წელს ნავასზე უარი თქვეს

საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს ესპანური AS, რომლის თანახმადაც კატალონიის "ბარსელონასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" 2008 წელს "რეალის" ამჟამინდელი მეკარის, კეილორ ნავასის შეძენა შეეძლოთ. "არავინ იყიდიდა მეკარეს კოსტა რიკიდან" - ვკითხულობთ სტატიაში ფეხბურთელის აგენტის სიტყვებს.

კეილორ ნავასმა წელს ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა - შესანიშნავად გამოიყურებოდა ჩემპიონთა ლიგაზე, განსაკუთრებით "იუვენტუსისა" და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ. გოლკიპერს კარგი სეზონი ჰქონდა ლა ლიგაშიც და თავის გუნდს 33-ე ტიტულის აღმართვაშიც დაეხმარა.

თუმცა, 9 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად შეიძლებოდა განვითარებულიყო. მაშინ, კეილორზე ლა ლიგის ყველა ძლიერმა კლუბმა უარი თქვა. როგორც რიკარდო კაბანიასმა კოსტა რიკულ სატელევიზიო გადაცემაში განაცხადა, ძალიან რთული იყო ესპანური გრანდების დარწმუნება კიპერის უდიდეს პოტენციალში.

"მე აქ (კოსტა რიკაში) 2008 წელს ჩამოვედი იმ ვიდეოების ნახვის შემდეგ, რომლებიც ლუის გაბელო კონეხომ მაჩვენა. ასევე, ორი კვირა ვაკვირდებოდი ეროვნული ნაკრების ვარჯიშებსაც. შემდეგ ვნახე მატჩი "დისი იუნაიტედსა" და "საპრისას" შორის და ეს ყველაფერი საოცარი იყო. ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუ ვინ იყო ეს მეკარე, რომელმაც ასე მიიპყრო ჩემი მთელი ყურადღება." - განაცხადა კაბანიასმა.

მას შემდეგ, რაც აგენტმა მისი თამაში იხილა ეროვნული ნაკრების მაისურით, იფიქრა, რომ ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს ფეხბურთელი ესპანეთის სამ უძლიერეს გუნდს შორის რომელიმეში აღმოჩენილიყო - "ბარსელონა", "რეალი" ან "ატლეტიკო". "ყველა მათგანს დეტალური მოხსენება და კეილორის თამაშის ამსახველი ვიდეო კადრები, თუმცა ყველამ უარით გამომისტუმრა." აგენტი ასევე იხსენებს პეპ გვარდიოლას ერთ-ერთი ასისტენტის სიტყვებს: "ის კარგი ფეხბურთელია რიკარდო, მაგრამ არავინ იყიდის მეკარეს კოსტა რიკიდან - ყოველ შემთხვევაში, არც ერთი დიდი კლუბი..."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    tatishvili1999
    სტუმარი [?]
    #8 22 ივნისი 2017 22:43
    0
    ციტატა: tigresa
    ციტატა: professor1984
    ციტატა: tatishvili1999
    შარშან ამან რო სეზონი ჩაატარა რეალში ტყუილია რაა მარა მე დეხეა მომწონს ყველაზე ძაან



    რა სეზონი ჩაატარა თუ ძმახარ მითხარი? ამაზე მეტი სლე მეკარე არ მეგულება მეორე :D:D

    Yvela tamashshi gaushva tipma goli:))) reals sashineli statistika konda golebis gashvebis

    არა ძმაო შარშან კარგი იყო
    Xavi Hernandez
    სტუმარი [?]
    #7 22 ივნისი 2017 21:57
    0
    რად გვინდოდა ანას შტეგო ბევრად მირჩევნია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 22 ივნისი 2017 20:37
    0
    მაგარი სეზონი ჩაატარა, მე ყველაზე ძაან კლასიკოზე მომეწონა....
    Culé [?]
    #5 22 ივნისი 2017 20:20
    0
    ციტატა: professor1984
    ციტატა: tatishvili1999
    შარშან ამან რო სეზონი ჩაატარა რეალში ტყუილია რაა მარა მე დეხეა მომწონს ყველაზე ძაან



    რა სეზონი ჩაატარა თუ ძმახარ მითხარი? ამაზე მეტი სლე მეკარე არ მეგულება მეორე :D:D

    Yvela tamashshi gaushva tipma goli:))) reals sashineli statistika konda golebis gashvebis
    lucho pepi
    სტუმარი [?]
    #4 22 ივნისი 2017 18:08
    0
    Kiargia
    tatishvili1999
    სტუმარი [?]
    #3 22 ივნისი 2017 17:50
    0
    შარშან ამან რო სეზონი ჩაატარა რეალში ტყუილია რაა მარა მე დეხეა მომწონს ყველაზე ძაან
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 22 ივნისი 2017 17:21
    0
    კაია რო არ ვიყიდეთ!
    მახა
    სტუმარი [?]
    #1 22 ივნისი 2017 17:19
    0
    ძალიან კარგი