დემბელეს "დორტმუნდიდან" წასვლა სურს, მაგრამ არა "ბარსელონაში"
Eurosport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დორტმუნდის" ახალგაზრდა ფრანგ შემტევს, უსმან დემბელეს გერმანული კლუბის დატოვება სურს, მაგრამ ის "ბარსელონაში" გადასვლას არ აპირებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, კატალონიური კლუბი 20 წლის ფეხბურთელის შეძენით აქტიურადაა დაინტერესებული. თავის მხრივ, "დორტმუნდის" დატოვების სურვილს გამოთქვამს დემბელეც, რომელსაც გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის წასვლა არ ესიამოვნოა. თუმცა, თუ Eurosport-ის ჟურნალისტებს დავუჯერებთ, უსმანს "ბარსელონაში" გადასვლა არ სურს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მის მისი შეძენის მთავარი კანდიდატები "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან.
შეგახსენებთ, რომ დემბელემ "ბარსელონას" უარი შარშანაც უთხრა. ამის მიზეზი ის იყო, რომ MSN-ის პირობებში, მას ცოტა სათამაშო დრო ექნებოდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]