ვერმალენით "ტორინო" დაინტერესდა
იტალიური "ტორინო" დაცვის გაძლიერებას გეგმავს და ერთ-ერთ ვარიანტად "ბარსელონას" ბელგიელ უკანახაზელს, ტომას ვერმალენს განიხილავს. ამ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს.
31 წლის ვერმანელმა, გასული სეზონი, "რომაში" გაატარა, მაგრამ "ჯალოროსიმ" მისი 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვა არ ისურვა და ბელგიელი "ბარსელონაში" ბრუნდება. თუმცა, მას კვლავ იტალიაში თამაშის შანსი აქვს - იტალიელის არენდით ახლა უკვე "ტორინოა" დაინტერესებული.
ვერმალენი "ბარსელონაში" 2014 წელს გადავიდა და ტრავმების გამო, კატალონური გუნდის მაისურით მან მხოლოდ 21 თამაში ჩაატარა. თუმცა, 5 ტიტული მაინც მოიგო. მას კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]