საული - ვერატის ალტერნატივა

საული - ვერატის ალტერნატივა

თუ კატალონიის "ბარსელონა" პსჟ-სთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს მარკო ვერატის ტრანსფერთან დაკავშირებით, კლუბი მზადაა განიხილოს საულ ნიგესის ვარიანტი.

გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ფერნანდესი 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება, რათა ნახევარფინალში "ატლეტიკოს" ფეხბურთელის თამაშს დააკვირდეს.

რა თქმა უნდა, მარტივი არც ამ ტრანსფერის გაჩარხვა იქნება, რადგან მადრიდელებს ფიფას მიერ დაწესებული ბანის გამო ფეხბურთელების გაფორმება არ შეუძლიათ და ეს ამცირებს იმის შანსებს, რომ ისინი რომელიმე ფეხბურთელს შეელევიან. თუმცა მეორე მხრივ, "ბარსელონას" ხელმძღვანელობის აზრით საული ზუსტად მოერგება "ბარსელონას" ცენტრს და მის მიმართ ინტერესიც ახალი არ არის.

"ბლაუგრანაში" ფიქრობენ, რომ ერნესტო ვალვერდეს შემადგენლობაში საული შესანიშნავად ჩაჯდება ტაქტიკაში 4-3-3. კატალონიელები ფეხბურთელს წინა სეზონშიც აკვირდებოდნენ და თითქმის ყველა მატჩი განიხილეს (33 მატჩი ლა ლიგაში - 2544 წუთი, 12 ჩემპიონთა ლიგაზე - 839 წუთი, 8 კოპა დელ რეიზე - 632 წუთი). ფეხბურთელის ასაკიც საკმაოდ ხელსაყრელია, იგი 14 ნოემბერს 23 წლის გახდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რობერტ ფერნანდესი, რომელიც "ბარსელონას" სპორტული დირექტორია, 21 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. საული ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და შესანიშნავ მატჩებს ატარებს. კატალონიელები ხორხე მენდეშსაც დაუკავშირდნენ, რომელმაც მათ ფეხბურთელის ფასი გააცნო - 80 მილიონი ევრო.

საულს ბევრი დადებითი თვისება აქვს - ბურთის შესანიშნავი კონტროლი, შრომისუნარიანობა მოედნის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში და ამასთანავე შექმნილი მომენტის დასრულება - ფეხბურთელის ანგარიშზე გასულ 3 სეზონში ყველა ტურნირზე გატანილი 22 გოლია, რაც მისი პოზიციიდან გამომდინარე შესანიშნავი შედეგია. მას არ აკლია დაცვითი უნარებიც, რასაც აქტიურად ავლენდა 2013/14 წლების სეზონში "რაიო ვალიეკანოს" შემადგენლობაში.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Viva_Barcelona
    სტუმარი [?]
    #11 26 ივნისი 2017 11:20
    0
    აუ ამან ბაიერნს გაუტანა და აბლატავდა და ეს არ წამოვა იმიტომ რომ ატლეტიკო არავის გაშვებას არ აპაირებს
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #10 25 ივნისი 2017 23:46
    0
    ეს ძაან კაი ვარიანტია
    Culé [?]
    #9 25 ივნისი 2017 22:34
    0
    თუ ვერატი ვერა ეს კაი იქნება. ჩამშლელად ათამაშეს გამოგა.ცენტრშიც კარგია და შემტევი ნახევარმცველიც მშვენიერი
    Lukitinho
    სტუმარი [?]
    #8 25 ივნისი 2017 21:52
    0
    ვერატი თუ ვერ ვიყიდეთ ეს კაი ვარიანტია მარა ვერატი უკვე 95% ჩვენია
    Culé [?]
    #7 25 ივნისი 2017 19:57
    0
    Es ragad gvinda
    --------------------
    „არასდროს დამავიწყდება ის ფაქტი, რომ რაიკაარდმა დაიწყო ჩემი კარიერა და მენდო, როდესაც სულ რაღაც 16 თუ 17 წლის ვიყავი“-ლიონელ მესი
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #6 25 ივნისი 2017 19:17
    0
    საული კაია მარა ვერატი ჯობია ვერატი ვიყიდოთ!
    gaucho_10
    სტუმარი [?]
    #5 25 ივნისი 2017 18:58
    0
    დღეს გუნდს ჭირდება ხავის წაწვლით დატოვებული ხვრელის ამოვსება და ეს მხოლოდ ვერატი ან ალკანტარათი თუ მოხდება. საული უფრო შემტევი სტილისაა და ასეთი გვყავს ჩვენ დენისის სახით. თუ მაინცდამაინც შემტევი სტილის უნდათ მოიყვანონ კოუტინიო და თუ არ გამოუშვებენ მაშინ ერიქსენი. მე პირადად ერიქსენის მოსვლა მაგრად გამისწორდება და მაგრად დააბალანსებს გუნდს. ამ ხელმძღვანელობას უნდა ადვილად გააკეთონ საქმე და მასე არაა . რო დაუძახებენ ფეხბურთელს უნდათ რო თვითონვე წამოვიდნენ და გამოიქცნენ. ერთი ადგილის გატოკება და საქმის გაკეთება არუნდათ. ეს გუნდებიც ხედავენ რა ფულები ტრიალებს ფეხბურთში და რა ფასები ადევს კარგ ფეხბურთელებს და ადებენ ძვირ ფასს ამათ კაპიკებში უნდათ გუნდსი გაძლიერება. კარგი ფეხბურთელის მოყვანას კაგად ბლომად ფული უნდა და კარგი გამჩარხველიც რო გუნდს დაებაზროს. ამ ფერნანდესმა წაიღო უკვე ტვინი ან ამას რაუნდა ვაბშე ტრანსფერებთან როცა კლუბში ბრაიდა გვყავს? ბარსასთან ერთად მილანს ვგულშემატკივრობ და რაცკი მილაში ტანალტი და სუპერ ფეხბურთელი მისულა ყველა ბრაიდას მიყვანილია და დღემდე მისტირიან მილანის ფანები ბრაიდას რადგან რაც ეგ წავიდა გუნდიდან იმის მერე გუნდში ნორმალური არავინ მისულა. ხოდა ასეტი კაი როჟა გვაყვს გუნდში და მაინც ფერნანდესს აკეთებინებენ ტრანსფერებს რადგან იმ კლანის წევრია რომლებთაც ბარსას დაქცევა უნდათ. ბრაიდასთვის რო მიეცათ შესაძლებლობა დღეს გომეში და რაფინია კიარ გვეყოლებიდა გუნდში... შარშანვე დადებდა პოგბას და ვერატის ტრანსფერს.
    PUYOL5
    სტუმარი [?]
    #4 25 ივნისი 2017 18:34
    0
    Es uechveli gvinda dzaanmagarikacia
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 ივნისი 2017 18:03
    0
    აბა რომელი ტრანსფერის გაჩარხვა შეილება თუ ვერცერთი ვერ შეილება???, მთლა იმპოტენტებით ხო არაა სავსე ეგ ჩვენი დირექტორატი?.
    საულს რაც შეეხება იგი ძალიან კარგი კანდიდატურაა, ვერატის ჩამოუვარდება მაგრამ ვერატიზე 3 წლითაა უმცროსი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 ივნისი 2017 17:36
    0
    ჰერ ერთი რო პრობლემებიაქვს ჯანმრთელობის, შეიძლება კარიერა დაასრულოს,ფეხბურთის თამაშით სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რისკავს ეს ბიჭი, მმერე მეორე არამგონია მოგვერგოს, ძალიან ნელია გადაწყვეტილების მიღების მხრივ, პასი ამას არ აქვს ნურავუცი, ცუდი ბიჭი არაა და ვერატისთან ერთად ესეც თუ მოვა გამიხარდება , ვერატუს ალტერნატივა კიდევ ალკანტარაც კიარაა, იმდენად მრავალმხრივია მარკო, და იმდენად ძლიერი დაცვისკენ
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    puioli
    სტუმარი [?]
    #1 25 ივნისი 2017 16:54
    0
    ვერატი ტუ ვერ მოვიყვანეტტ ეგრევე კოუტინიოზეე ან ალკანტარაზე უნდა იჩალიჩონ , ამ საიმიდან ერთ ერტიი უნდა მოიყვანონ წელს აუცილებლად . დაა ამ სამიდან რომელიმესტან ერტად ტუ მოიყვანენ საულსაცც მაშIნ მშვენიერი იქნებაა , ისე არა