იბრაჰიმოვიჩმა ვერატის "ბარსელონაში" გადასვლა არ ურჩია
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც ამ ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს, "პარი სენ-ჟერმენის" ნახევარმცველს, მარკო ვერატის "ბარსელონაში" გადასვლა არ ურჩია.
თუ ესპანურ პრესას დავუჯერებთ, ამ მომენტისთვის შვედი თავდამსხმელი ყოფილ თანაკლუბელებთან ერთად იბიცაზე ისვენებს. ვერატიმ კი იბრაჰიმოვიჩს კატალონიურ კლუბში შესაძლო გადასვლის მიზანშეწონილობის შესახებ ჰკითხა. პასუხად შვედმა, რომელიც "ბარსელონაში" 2009-2010 წლებში თამაშობდა, იტალიელი ნახევარმცველი გააფრთხილა, რომ ის, შესაძლოა, ლიონელ მესისა და ნეიმარის ჩრდილში აღმოჩნდეს, რაც მის სამომავლო კარიერაზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]