"ბარსელონა" რაკიტიჩს არ გაყიდის
კატალონიური კლუბი 29 წლის ხორვატი ნახევარმცველის, ივან რაკიტიჩის გუნდიდან გაშვებას არ აპირებს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
აქამდე გავრცელებული ცნობებით, "ბარსელონა" განიხილავდა ვარიანტს, რომლის თანახმადაც, კლუბი რაკიტიჩს პსჟ-დან მარკო ვერატის შესაძენად გაყიდიდა.
ბოლო ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლებმა ხორვატის აგენტი დაარწმუნეს, რომ ერნესტო ვალვერდე ფეხბურთელს ენდობა და კატალონიელები მის გაყიდვას არ აპირებენ.
კონტრაქტი, რომელიც რაკიტიჩმა ცოტა ხნის წინ გააფორმა, მას კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]