"ლა მასია" ტალანტებისგან იცლება
"ბარსელონას" საფეხბურთო აკადემია "ლა მასია" ტალანტებისგან ნელ-ნელა იცლება. თითქმის ყოველ დღე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა კატალონიური კლუბი დატოვა.
რამდენიმე დღის წინ, "მონაკომ" "ბარსას" ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავის, ემბულას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც ჩანს, გადაწყვეტილია "ლა მასიას" საუკეთესო წარმომადგენლის, ერიკ გარსიას "მანჩესტერ სიტიში" გადასვლაც.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი, "ბარსას" კიდევ ერთი ტალანტი, "ჟუვენილ ბ"-ს 17 წლის მარჯვენა მცველი მატეუ მორეი დატოვებს, რომელიც მიუნხენის "ბაიერნში" 3 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]