ბართომეუ ერიკ გარსიას გადარწმუნებას პირადად ცდილობდა
თუ კატალონიურ Sport-ს დავუჯერებთ, "ბარსელონას" პრეზიდენტი პირადად იყო ჩართული ოპერაციაში "შევინარჩუნოთ ერიკ გარსია", მაგრამ ამანაც არ გაჭრა და ახალგაზრდა ტალანტი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" განაგრძობს.
16 წლის ცენტრალური მცველი ერიკ გარსია, რომელიც "ლა მასიას" ერთ-ერთი უმთავრესი ტალანტია, თუ არა უმთავრესი, მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ სიტის" საფეხბურთო სკოლა "ბარსელონასას" სჯობს. ამის გამო, მან "ქალაქელებში" გადასვლა გადაწყვიტა, "ბარსელონა" კი მხოლოდ 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ფეხბურთელის გადარწმუნებას კლუბის პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუც ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ - ამ დროისთვის, გარსიას გადაწყვეტილება უკვე მტკიცედ ჰქონდა მიღებული.
ერიკ გარსიას შემთხვევაში კლუბმა ძალიან დააგვიანა. ახლა, იმაზე ზრუნვაა საჭირო, რომ მსგავსი ფაქტები მომავალშიც არ განმეორდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]