”სარაგოსა” - ”ბარსელონა”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ
ჟერარდ პიკე
”ერთი ფეხბურთელის დაცვა არ გაძლევს მოედანზე გადაადგილების შანსს. დაცვის ხაზმა კარგად ითამაშა და ეს კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთია, რომ გუნდი სრულიად ფუნქციონირებს. ისეთი გრანდი, როგორიც ”ბარსელონაა”, როცა აგებს ყოველთვის კატასტროფაა”.
ლეო მესი
”ლა-რომარედა” არის სტადიონი, სადაც თამაში ყოველთვის რთულია. ჩვენი მოწინააღმდეგე ძლიერი და აგრესიული იყო. ჩვენ მოვიგეთ ეს თამაში და რაც მთავარია მოვიპოვეთ სამი ქულა. უნდა გავაგრძელოთ ესე თამაში. ვილია მშვიდადაა, გოლები უკვე ახლოსაა”.
პედრო როდრიგესი
”რთული მატჩი. ჩვენ კარგი მატჩი ჩავატარეთ და შედეგად გამარჯვება მოვიპოვეთ. მოედნის ცენტრში ჩვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ვიყავით. ”მისტერმა” ამ თამაშში სწორი ტაქტიკა აირჩია. ვილია ძალიან ეხმარება მესის და აძლევს საგოლე გადაცემებს. მას თავადაც სურს გატანა, მაგრამ ამაზე დიდად არ წუხს. გოლები მოვა. მესი მსოლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ამას ყოველ დღე ამტკიცებს. მე თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი ტრავმა უკეთესადაა და საჭიროა ნელ-ნელა ტემპს მოვუმატო”.
ანდრეს ინიესტა
”ეს გამარჯვება ჩვენთვის ძვირფასი იყო. ჩვენ ვაგრძელებთ მოგებებს და საჭიროა ესე გაგრძელება. ჩვენ უნდა დავრჩეთ სატურნირო ცხრილის სათავეში, რათა შემდეგ სიმშვიდე შევინარჩუნოთ. საჭიროა კარგი შედეგის ჩვენება მთელი სეზონი, რადგან სეზონი გრძელია და ჩვენ რთული მოწინააღმდეგეები გვყავს. ასევე საჭიროა განსხვავებული შემადგენლობით და იგივე, კარგი შედეგით თამაში. მოწინააღმდეგეები კარგად სწავლობენ ჩვენს განლაგებას. რთულია ყოველთვის დადებითი შედეგის მიღწევა, რადგან რაღაც ფაქტორები ყოველთვის მოქმედებენ. ჩვენ ვმუშაობთ, რათა მივაღწიოთ მაქსიმალურად იდეალურ თამაშს და მაქსიმალურ შედეგს”.
ტიაგო ალკანტარა
”მე ბედნიერი ვარ, რომ ვიყენებ ყველა შანს და მზად ვარ გამოვიდე მოედანზე სათამაშოდ როცა დამიძახებენ. ყოველ წუთს, რომლებსაც მე მათთან ერთად ვთამაშობ ვიყენებ მაქსიმალურად. ასეთ დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად მე დიდ გამოცდილებას ვღებულობ. ჩვენ გვსურს ტიტულების მოგება”.
ვიქტორ ვალდესი
”მე საბოლოოდ გამოვჯანმრთელდი. ცუდად მხოლოდ 2 დღე ვიყავი. ”სარაგოსას” ფეხბურთელის გაძევებამ შანსი მოგვცა ბურთი საბოლოოდ ხელთ გვეგდო. მეორე ტაიმში მათ საგრძნობლად მოუკლეს თამაშს. ”მისტერი” გენიალური მასწავლებელია, ტაქტიკის მხრივ ის უნიკალურია მთელს მსოფლიოში”.
დანიელ ალვესი
”ჩვენ კმაყოფილები ვართ, რადგან ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა მოგება. მე ვითამაშე ცოტა წინ და ეს პოზიცია მომეწონა. ჩემს თანაგუნდელებთან თამაში ადვილი და კომფორტულია”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]