"ოპერაცია ვერატი" არ დამთავრებულა

"ოპერაცია ვერატი" არ დამთავრებულა

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ვიდეო, სადაც მარკო ვერატი საუბრობს იმაზე, თუ როგორი ბედნიერია პსჟ-ში და ამავდროულად ბოდიშს იხდის თავისი აგენტის სიტყვებისთვის, რომელმაც ნასერ ალ-ხელაიფი გააკრიტიკა. ამის გამო ტრანსფერს თითქმის ყველამ გადაუსვა ხაზი, თუმცა უახლესი ცნობების მიხედვით, ეს სატრანსფერო საგა ასე მარტივად არ დასრულდება.

უახლესი ინფორმაციის თანახმად, პსჟ-მ შესაძლოა იტალიელი მაინც გაყიდოს. L’Equipe-ს სიტყვებს ციტირებს ესპანური AS და ვკითხულობთ, რომ 24 წლის ნახევარმცველის "ბარსელონაში" გადასვლის შანსები მაინც არსებობს და საუბარია 70-100 მილიონ ევრომდე თანხაზე.

პრესის აზრით, ვერატის ბოდიშს სიტუაცია არ შეუცვლია.

ამასთან, ვერატის უთხრეს, რომ შეუძლია 31 აგვისტომდე იფიქროს და "ბარსა" მზადაა მას დაელოდოს.

AS ასევე იუწყება, რომ L'Equipe-ს წყარო საკმაოდ სანდოდ შეიძლება ჩაითვალოს, რაც ნიშნავს, რომ "ბლაუგრანასთვის" კარი ჯერ კიდევ ღიაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    მესი-სუა-ნეი
    სტუმარი [?]
    #8 10 ივლისი 2017 01:51
    0
    :D Amis gadmosvla arvici ra :D
    ♤ კატალონიელი ♤
    სტუმარი [?]
    #7 10 ივლისი 2017 01:46
    0
    ამდენი ჩალიჩის შემდეგ თუ გადმოვიდა და ვერაფერი გააკეთა, ტრ**ში უნდა გათხარო ის ფული ბართომეუს და გააგდო... ამდენი ხნის განმავლობაში ერთი ნორმალური ვერავინ იყიდეს რაა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ივლისი 2017 00:25
    0
    მოკლეთ ტვინი გაბურღეს ამ ვერატით რა ამას ბარსაში რომ უნდოდეს გადმოსვლა 31 აგვისტომდე ფიქრი სულაც არ არის საჭირო და მითუმეტეს მსგავს განცხადებებს არ გააკეთებდა.
    tatishvili1999
    სტუმარი [?]
    #5 9 ივლისი 2017 21:15
    0
    რას ელაქუცებით გეგონება ამაზე მაგარი ფეხბურთელი აღარაა დედამიწაზე
    felipe coutinho
    სტუმარი [?]
    #4 9 ივლისი 2017 20:34
    0
    და ის ატო არ დაწერეთ რო წერია რო ბართომეუ ხელაიფთან მოლაპარაკებებს აღარ აწარმოებს ის ამ კლუბის მფლობელ ემირთან აპირებს ვერატის საქმეზე ჩლიჩს და ის აპირებს რო ამაში დაიხმაროს მისი და ემირის საერთო ნაცნობები ერთერტი ასეთი ნაცნობი კი არის ჩავი ერნანდესი რომელიც ყატარში ასპარეზობს და რომელიც ამ ემირმა პირადადაც კი მიიწვია თავისთან ასე რო ხავიზე ბევრი რამ იქნება დამერწმუნედ დამოკიდებული რომელსაც დიდ პატტივს ცემენ ყატარში და საამიროში
    puioli
    სტუმარი [?]
    #3 9 ივლისი 2017 20:15
    0
    კოუტინიოო თუ წავაა ისეთ გუნდში წავა სადაც ლიგას მოიგებს , ბარსაში ან რეალში , და პსჯშ არ წავა არვითარ შემთხვვაშ
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 9 ივლისი 2017 20:11
    0
    თუ მოვახერხეთ ყიდვა კაი იქნება
    visca barca123
    სტუმარი [?]
    #1 9 ივლისი 2017 20:05
    0
    Oოო საინტერესოა ... ვნახოტ ვნახოტ