ინიესტა: ”აუცილებელი არაა ყველამ ტაშით გამაცილოს”

ინიესტა: ”აუცილებელი არაა ყველამ ტაშით გამაცილოს”

პრიმერა დივიზიონის მე-8 ტურის მატჩის დასრულების შემდეგ ანდრეს ინიესტამ აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, ჰოლანდიის ნაკრებთან გადამწყვეტი გოლი გაიტანა კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, რომ ყველა სტადიონიდან მას აპლოდისმენტებით აცილებენ.

ანდრეს ინიესტა: ”არ არის აუცილებელი, რომ ყველა სტადიონიდან ტაშით გამაცილონ, თუმცა ეს მე ძალიან მსიამოვნებს. განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს ”სარაგოსა” - ”ბარსელონას” შეხვედრა იყო და არა ესპანეთის ნაკრების თამაში. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.