როგორ ისვენებს მესი ანტიგუა და ბარბუდაში
"ბარსელონას" არგენტინელი შემტევი და მისი მეუღლე თაფლობის თვეს კარიბის ზღვის სანაპიროზე ატარებენ. ლეო მესი და ანტონელა როკუცო სოციალურ ქსელშიც ათავსებენ ფოტოებს, რომლებიც მათ დასვენებას აღწერს ანტიგუა და ბარბუდაში.
როგორც მოგეხსენებათ, წყვილს ლუის სუარესის ოჯახიც ესტუმრა. ამის შემდეგ კი, ლეომ და ანტონელამ, ტიაგოსა და მატეოსთან ერთად კუნძულზე დასვენება მარტომ განაგრძეს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონაში მიმდინარე კვირაში დაბრუნდება და ახალ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს, რომელიც მას კატალონიურ კლუბთან 2021 წლის 30 იანვრამდე დააკავშირებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]