მესიმ ძალები კალათბურთშიც მოსინჯა
როგორც ჩანს, "ბარსელონას" ათიანი და მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი, ლიონელ მესი კალათბურთშიც კარგად ერკვევა. თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება მან იაპონიაში მოაწყო, როცა ზედიზედ 3-ჯერ მოათავსა ბურთი კალათში.
შეგახსენებთ, რომ სანამ გუნდს შეუერთდებოდნენ, პიკე, მესი, ნეიმარი და თურანი Rakuten-ის ხელმძღვანელობას შეხვდნენ, რომელიც "ბარსელონას" მთავარი სპონსორი იქნება მომდევნო 4 სეზონის განმავლობაში.
ვიდეო ჰიროში მიკიტანიმ ატვირთა, რომელიც იაპონიის ერთ-ერთი გამორჩეული ონლაინ მაღაზიის მფლობელია.
ვიდეოში სახალისო მომენტიც ჩანს, თუ როგორ ცდილობს არდა თურანი არგენტინელის გაღიზიანებას ფეხსაცმელის სროლით, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.
მესი გუნდს უკვე შეუერთდა და სულ მალე ახალ კონტრაქტსაც მოაწერს ხელს. ლეოსთვის მიმდინარე სეზონი "ბარსელონაში" მეთოთხმეტე იქნება.
[media=https://www.youtube.com/watch?v=8UFjcFB5swg]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]