მუნირით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა

მუნირით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა

"ბარსელონას" საკუთრებაში არაერთი ფეხბურთელია, რომელიც მომდევნო სეზონისთვის ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედის. მათ შორისაა მუნირ ელ ჰადადი, რომლის მიმართაც, რამდენიმე ევროპული კლუბი გამოხატავს ინტერესს. 

მუნირი "ბარსას" ძირითადი გუნდის წევრი 2014 წლიდანაა. თავიდან, ის უმეტეს დროს სათადარიგოთა სკამზე ან განაცხადს მიღმა ატარებდა, ბოლო ორი სეზონი კი იჯარის წესით "ვალენსიაში" და "ალავესში" გაატარა. 

Sport Witness-ის ინფორმაციით, მუნირის შეძენა "კრისტალ პალასს" და "აიაქსს" სურს, მათთან ერთად კი, 22 წლის შემტევის დაბრუნების სურვილს "ალავესიც" გამოხატავს. 

ელ ჰადადიმ გასულ სეზონში "ალავესთან" ერთად 14 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 19 ივლისი 2018 01:19
    0
    არ გაყიდოთ მუნირი