Sport: "ბარსელონამ" ბელერინზე უარი თქვა
"სიუტატ ესპორტივაზე" "ბარსელონას" ხელმძღვანელების პირველი შეხვედრა შედგა და მოსალოდნელი ტრანსფერებიც განიხილეს.
ერნესტო ვალვერდე პეპ სეგურას, რობერტ ფერნანდესს, ურბანო ორტეგასა და რა თქმა უნდა კლუბის პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს გაესაუბრა.
აღნიშნული შეხვედრა ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა, რადგან, Sport-ის ინფორმაციით, კლუბის ახალი მწვრთნელის ან პეპ სეგურას გავლენით, რამდენიმე რამ შეიცველა კლუბის სატრანსფერო მიზნებთან დაკავშირებით.
პირველი გადაწყვეტილება, რომელიც "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებმა მიიღეს, ექტორ ბელერინის უარყოფაა. კატალონიაში სწამთ, რომ ბელერინი ვერ აკმაყოფილებს იმ ტექნიკურ და ფიზიკურ მონაცემებს, რომლებიც ამ კლუბში თამაშისთვისაა საჭირო და ამიტომ ბართომეუ ესპანელ მარჯვენა მცველში 40 მილიონ ევროს არ გადაიხდის. პრესის ინფორმაციით, კლუბი ბელერინის ალტერნატივებზე გადაერთვება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 23 ]