"ბარსელონა ბ"–"უესკა" 0:1

"ბარსელონა ბ"–"უესკა" 0:1

"ბარსა ბ"–მ პირველი მარცხი იწვია საკუთარ მოედანზე. იგი არაგონულ კლუბ "უესკასთან" დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
მატჩის დაწყებამდე ვერავინ ივარაუდებდა, რომ საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფი "ბარსა ბ" მე18 ადგილოსან "უესკასთან" იწვევდა მარცხს, თან საკუთარ მოედანზე, მაგრამ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.
მატჩი პირველივე წუთიდან საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. არაგონელებს დასაკარგი არაფერი ჰქონდათ და ბარსას მწვავე შეტევებს კონტრშეტევებით პასუხობდნენ. პირველი სახიფათო მომენტიც "უესკას" ფეხბურთელებმა შექმნეს, მაგრამ ჟილვანის დარტყმულმა მიზანს ვერ მიაღწია. ჩვენებმაც სულ მალე უპასუხეს მწვავე შეტევით. კრისტიან ტელიოს სულ ცოტა დააკლდა გოლამდე, მაგრამ საბოლოოდ პირველი 45 წუთი ისე მიილია, რომ ტაბლოზე ანგარიში არ შეცვლილა.
მეორე ტაიმში არაგონელები უფრო მწვავედ უტევდნენ კატალონელებს და 73–ე წუთზე ჟილვანის დარტყმული ამჯერად შედეგიანი გამოდგა. მან ძალზედ ეფექტურად მოატყუა "ბარსას" მცველი, შეიჭრა მარჯვენა ფლანგიდან და მახვილი კუთხიდან შანსი არ დაუტოვა მინიოს.
გაშვებული გოლის შემდეგ კატალონელებმა მწვავედ შეუტიეს. გუნდის ერთ–ერთი ლიდერი ნოლიტო არ ზოგავდა ძალებს, არც დოს სანტოსი ირჯებოდა ურიგოდ, რომლის დარტყმულმაც არაგონელთა ხარიხა შეაზანზარა, მაგრამ "ბარსელონელებმა" მაინც ვერ შეძლეს გოლის გატანა და სამივე ქულა დათმეს.


ბარსელონა: მინიო, მონტოია, არმანდო, ფონტასი(ბარტრა), პლანასი, ილიე(ვიქტორ ვასკესი), კარმონა, დოს სანტოსი, ტელიო(როჩინა), სორიანო, ნოლიტო

გოლები
: ჟილიე (0:1)

გაფრთხილებები: ილიე, სორიბასი, ნავასი

მაყურებელი: 1 500

მატჩის ფოტოები

გოლი:

[media=http://www.youtube.com/watch?v=HookCBUhnI0]

ცხრილი და კალენდარი

აქვე შეგახსენებთ, რომ მომდევნო მატჩს "ბარსა ბ" 31 ოქტომბერს გამართავს "ალკორკონის" წინააღმდეგ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.