ჩავი ახალგაზრდებს ემუქრება: "ბარსელონაში" არ დაგაბრუნებთ!"

ჩავი ახალგაზრდებს ემუქრება: "ბარსელონაში" არ დაგაბრუნებთ!"

"ბარსელონას" ლეგენდა ჩავი ერნანდესი ახალგაზრდა ფეხბურთელების მიერ კატალონიური კლუბის დატოვებაზე საუბრობს. ვეტერანი ესპანელის თქმით, მისი ნება რომ იყოს, არცერთ მათგანს გუნდში არ დააბრუნებდა.

"ბელერინი? მისი ბევრი თამაში არ მინახავს. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩემთვის ძნელია, დავეთანხმო იმ ფეხბურთელების შეძენას, რომლებიც კლუბში უკვე იყვნენ. მე ასეთ ფეხბურთელებს არ შევიძენდი. რატომ ტოვებენ ისინი გუნდს 16-17 წლის ასაკში? ეს გულდასაწყვეტია. მე მათი არ მესმის.

ემბულასა და ერიკ გარსიას წასვლა? ამ გადაწყვეტილებებმა გამაკვირვა. მომავალში მათ კლუბში არ დავაბრუნებ. ასეთია ჩემი ფილოსოფია.

ფეხბურთელმა გუნდი განვითარების ეტაპზე არ უნდა დატოვოს. როდესაც 16 წლის ვიყავი, წასვლის სურვილი არ მქონდა. ვგრძნობდი, რომ საუკეთესო ადგილას ვიმყოფებოდი. თუ "ჩელსი" ან "იუნაიტედი" მიმიწვევდნენ, მათ უარს ვეტყოდი.

"ბარსელონამ" თავისი ფეხბურთელები უნდა გაზარდოს. ახალგაზრდები ასე არ უნდა მიდიოდნენ.

პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება ადვილი არასდროს ყოფილა. ეს მეც გამიჭირდა.

ამჟამად, კლუბში ალენია, მარლონი და კუკურელია იმყოფებიან, რომლებსაც დიდი პოტენციალი აქვთ. თუმცა, ძნელია 19 წლის ასაკში საუკეთესო იყო." - აცხადებს ჩავი, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, "ბარსელონას" გაწვრთნის სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

ჩავის, "ბარსელონური" კარიერის დროს, რამდენჯერმე უთამაშია ისეთი ფეხბურთელის გვერდით, რომელიც "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია, რომელმაც კატალონიური გუნდი ახალგაზრდა ასაკში დატოვა და შემდეგ დაბრუნდა. მაგალითად, ჟერარ პიკე, ჟორდი ალბა, სესკ ფაბრეგასი და ჟერარ ლოპესი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #11 14 ივლისი 2017 15:51
    0
    პიკე,ალბა და სესკი არ გამოგვადგნენ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 14 ივლისი 2017 00:55
    0
    ასიანია მაესტრო ვისაც ჩვენთან არ უნდა კარგად იყოს.
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #9 13 ივლისი 2017 22:19
    0
    როგორც იქნა ვიღაცამ სიმართლე თქვა :) მეც ეგრე ვფიქრობ და ძაან გამიხარდა ბელერინი რო არ მოიყვანეს :)) გაიხხხხ ჩავიიი
    shevsvi
    სტუმარი [?]
    #8 13 ივლისი 2017 20:54
    0
    ra cota tqvi midi kide chamotvale
    Culé [?]
    #7 13 ივლისი 2017 20:49
    0
    ციტატა: Sergio Busquets.5
    ციტატა: tigresa
    Gaixare xavi mag sityvebistvis, magas vambob mec. Vinc egre martivad miatova gundi, ubralod araa girsi dabrunebia da arc unda daabrunon. Sastikad cinaagmdegi viyavi belerinis dabrunebis, isetebi da idenjer ilaparaka barsaze, eg klubs da mis girsebas pirvelive shesazleblobistanave gayidi. Araa ertguli saertod da ar uyvars da ra jandabad gvinda egeti fexburteli, tundac maldinis donis iyos

    დღეს მალდინის დონის არავინაა და 21 საუკუნეში მის დონეზე მხოლოდ პუიოლი და კანავარო იდგა <3

    Xoo mand var mec:)) eg vtkvi, ro tvit maldinis donisac rom iyos egeti mogalate rat gvinda tko, mara magaze miaxloebuli donec ro ar aqvs martla rat gvinda
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 13 ივლისი 2017 20:45
    0
    მართალია ესეთმა დიდმა ლეგენდამ რომელსაც ასე უყავრდა ბარსელონა არ გადავიდა არსად და ბოლომდე დარცა ერთგული და გააკეთა თავისი გასაკეთებელი. ეს არის მესიჯი ახალგეზრდებისთვის რომელბიც მიდიან კლუბიდან მართალია განვიტარება საჭიროა მაგრამ დაეცადათ ეს ერთი წელი რა იცი რა მოხდებოდა ბარსელონა ხომ აიაქსი არაა, თუმცა სამწუახროა რო კარგ მოთამაშეებს ყიდის აიაქსიც. რავი წარმატებები ყველას ვინც დატოვა კლუბი მაგრამ არა ბარსელონასთან შეხვედრაში.
    puioli
    სტუმარი [?]
    #5 13 ივლისი 2017 20:22
    0
    ეს კი არაა ბონუჩI იყიდონ ამ ჩემისებმაა ... აუ ბონუჩი სემედუ ვერატი რომ დაგვატრევინა კაროჩე ვერავინ გგააჩერებდა ბარსელონას
    Culé [?]
    #4 13 ივლისი 2017 20:18
    0
    Gaixare xavi mag sityvebistvis, magas vambob mec. Vinc egre martivad miatova gundi, ubralod araa girsi dabrunebia da arc unda daabrunon. Sastikad cinaagmdegi viyavi belerinis dabrunebis, isetebi da idenjer ilaparaka barsaze, eg klubs da mis girsebas pirvelive shesazleblobistanave gayidi. Araa ertguli saertod da ar uyvars da ra jandabad gvinda egeti fexburteli, tundac maldinis donis iyos
    dn24344
    სტუმარი [?]
    #3 13 ივლისი 2017 20:11
    0
    ჩავი მაგარი კაცია იმედი მაქვს მალე გახდება ბარსას მწვრთნელი smile
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #2 13 ივლისი 2017 20:10
    0
    იმედია ვალვერდეს მერე ხავი მოვა მწვრთნელად!
    სტაჟიორი [?]
    #1 13 ივლისი 2017 19:57
    0
    ვალვერდეს შემდეგ ეს მოვა ჩემი აზრით )) ნუ ვალოდიამ თუ სასწაულები არ ქნა და ნახევარ სეზონში არ გააგდებინა თავი :დდ