ოფიციალურად: ნელსონ სემედუ "ბარსელონაში" ითამაშებს
"ბარსელონამ" "ბენფიკასთან" ნელსონ სემედუს ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
სემედუ 1993 წლის 16 ნოემბერს, ლისაბონში დაიბადა. პორტუგალიელი წელს გამართულ კონფედერაციის თასზე მონაწილეობას იღებდა, სადაც მისი გუნდი ნახევარფინალური ეტაპიდან გავარდა.
"ბენფიკაში" ჩატარებულ ორ სეზონში 23 წლის ფეხბურთელმა 63 მატჩი ჩაატარა და პორტუგალიის ჩემპიონატში ორი გოლი გაიტანა, ასევე ერთიც ჩემპიონთა ლიგაზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2 3
კომენტარები [ 49 ]