დეულოფეუ სოციალური ქსელის მიხედვითაც "ბარსელონას" ფეხბურთელია
როგორც მოგეხსენებათ, პრესაში რამდენიმე დღის წინ მცირე აჟიოტაჟი ატყდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჟერარ დეულოფეუს ტვიტერის ანგარიშს ვერანაირად შეატყობდით, რომ იგი "ბარსელონას" ფეხბურთელი იყო. დღეს კი, მას შემდეგ, რაც კონტრაქტს ხელი მოაწერა, უკვე ეს ინფორმაციაც განაახლა.
"ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი" - ასეთია ინფორმაცია, რომელსაც მის ანგარიშზე ესპანურ და ინგლისურ ენაზე ამოიკითხავთ. მან პროფილის სურათიც შეცვალა, აქამდე ჯერ კიდევ "მილანის" ფორმაში გადაღებული ფოტო იყო, ახლა კი იმის შემდეგი მომენტია ასახული, რაც კონტრაქტს ხელს მოაწერა.
დეულოფეუმ ხელშეკრულება დღეს გააფორმა და უკვე ფორმალური მხარეც მოგვარდა - "ევერტონის", "სევილიასა" და "მილანის" შემდეგ იგი მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. მან უკვე სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და კლუბს შეუერთდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]