დეკუ: "ნელსონ სემედუ დანი ალვესის შესანიშნავი შემცვლელია"
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, დეკუმ მის თანამემამულეზე, ნელსონ სემედუზე ისაუბრა. როგორც მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი გუშინ "ბარსელონას" ფეხბურთელი გახდა.
"მე მომწონს სემედუ. ის კარგი მარჯვენა მცველია. დანი ალვესის წასვლის შემდეგ "ბარსელონა" დიდი ხანი ცდილობდა ამ პოზიციაზე ფეხბურთელის პოვნას და სემედუ - შესანიშნავი არჩევანია.
რთულია იმის თქმა, ღირს თუ არა მოთამაშე 30 მილიონი ევრო. ახლა ფეხბურთელთა ფასი იმდენად გაიზარდა, რომ 30 მილიონი ევრო 3 მილიონ ევროდ აღიქმება." - განაცხადა დეკუმ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]