ვაგნერ რიბეირუ: "ნეიმარის გული "ბარსელონას" ეკუთვნის"
"ბარსელონას" თავდამსხმელის, ნეიმარის ყოფილი აგენტი, ვაგნერ რიბეირუ ადასტურებს, რომ ფორვარდთან თანამშრომლობას აგრძელებს. მისი თქმით, ბრაზილიის ნაკრების ლიდერი კატალონიურ კლუბში თამაშზე მუდამ ოცნებობდა.
"ნეიმარის აგენტი აღარ ვარ. ახლა ფეხბურთელის საქმეებს მამამისი უძღვება, მაგრამ ჩვენ კავშირს ვინარჩუნებთ. ბრაზილიელს შვილივით ვეპყრობი და მის ნამდვილ მამას დიდ პატივს ვცემ (იცინის).
როცა ნეიმარი "სანტოსში" თამაშობდა "ჩელსისა" და "რეალისგან" ტრანსფერის თაობაზე ორი წინადადება მივიღეთ. "ბარსელონა" პარალელურად მოთამაშის მამასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა.
ნეიმარის "რეალში" ხილვა მსურდა და მას იქ გადასვლას ვურჩევდი. ბრაზილიური გუნდისა და ფეხბურთელისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, მადრიდელთა წინადადება უფრო მომგებიანი იყო. მან "ბარსელონა" აირჩია, რადგან ნეიმარის გული სწორედ ამ კლუბს ეკუთვნის."-აცხადებს აგენტი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]