ნეიმარის ახალი აგენტი რონალდინიოს ძმაა?
ნეიმარი და მამამისი საუბრობდნენ რონალდიონიოსთან და მის ძმასთან ერთად მაშინ, როცა ბრაზილიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მან თანამშრომლობა გაწყვიტა თავის აგენტ ვაგნერ რიბეიროსთან.
რობერტო დე ასისმა, რონალდიონიოს ძმამ, რომელიც უამრავი ფეხბურთელის აგენტია, RAC1-თან ინტერვიუში უარჰყო ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტის თხოვნით იგი მოლაპარაკებებს აწარმოებს ნეიმარის კატალონიურ გრანდში სწრაფად გადაყვანასთან დაკავშირებით.
უბრალოდ, ასისმა ვერ ახსნა ის ფაქტი, რომ იმ საღამოს, როცა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები ლონდონში განის ნაკრებს ეთამაშებოდა, იგი თავის ძმასთან ერთად ესაუბრებოდა ნეიმარსა და მის მამას. სწორედ ახლა, ბრაზილიური პრესა აქტიურად საუბრობს ნეიმარსა და თავის აგენტ რიბიეროს შორის ურთიერთობის გაწყვეტაზე.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]