ნელსონ სემედუს მაგია
"ბარსელონამ" პორტუგალიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ნელსონ სემედუ გაიფორმა და ამით მრავალი წლის განმავლობაში, დაცვაში არსებული პრობლემა მოაგვარა. ახალგაზრდა მოთამაშეს უკვე "მომავალ ლეგენდად" მოიხსენიებენ, რაც მის ნიჭიერებას ხაზს უსვამს.
ევროპული საფეხბურთო ელიტის უამრავ წარმომადგენელს სურდა ნელსონთან ხელშეკრულების გაფორმება. ასეთი მრავალფუნქციური ლატერალი ნებისმიერი გრანდისთვის საჩუქარია.
"ბენფიკამ" უამრავ მნიშვნელოვან ფიგურასთან ერთად ძვირფასი სემედუც გაუშვა. ფანები "კამპ ნოუზე" 23 წლის ვარსკვლავის დებიუტს ელიან, რადგან ნელსონს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დანი ალვესი ღირსეულად შეცვალოს. როგორც მის ბრაზილიელ ორეულს, პორტუგალიელს ფლანგიდან შეტევა უყვარს და შეუძლია მეტოქეს უამრავი პრობლემა შეუქმნას.
ის არის ყოფილი ცხრიანი მოედნის ფენომენალური ხედვით, იშვიათი საფეხბურთო ინტელექტითა და რთულ მომენტებში არაპროგნოზირებადი გამოსავალის პოვნის უნარით.
ნელსონი დახვეწილად მოქმედებს ბურთით, ოპონენტის მცველებს თავს ესხმის და მათ პოზიციას აკარგვინებს. ამით პორტუგალიელი პარტნიორებს სივრცეს უთავისუფლებს. აქ მისი საფეხბურთო ინტელექტი ყველაზე ნათლად ჩანს: სემედუს შეუძლია დამოუკიდებლად შეიჭრას საჯარიმოში ან თანაგუნდელთან ბურთის გათამაშებით გაარღვიოს მეტოქის უკანა ხაზი.
ნელსონი ფლანგზე გარღვევას აკეთებს, მცველი ვალდებულია მისი განეიტრალება სცადოს ამ დროს კი თავის პოზიციას კარგავს და ცარიელ ზონას ქმნის. ამის შემდეგ მეტოქის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა გუნდს, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს.
ტექნიკური ფეხებისა და მკვეთი მოძრაობების წყალობით, 30 მილიონად შეფასებული მოთამაშე ხშირად იჭრება მცველებს შორის, რის დამსახურებით, გასულ სეზონში მან კარვახალზე, კაილ უოლკერზე, ლამსა და დანი ალვესზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა. მას არამხოლოდ პარტნიორთა პასებით მომარაგება, არამედ ბოლომდე წინ წასვლა და მეტოქის საჯარიმოში მაგიური შესაძლებლობების დემონსტრირება უყვარს.
23 წლის ასაკში სემედუ თამაშს შესანიშნავად აანალიზებს და ბურთთან მუშაობისას მუდამ სიმშვიდეს ინარჩუნებს. წარმოდგენილი ვიდეო ნათლად ასახავს, რომ ნელსონი ორთაბრძოლებში დამაჯერებელია, რთულ სიტუაციებში მართებულ გადაწყვეტილებებს იღებს და მეტოქის მიერ დაცულ ზონაში საოცარი მოძრაობებით იჭრება. ის თავის ფლანგზე დომინირებს და მაყურებელს სიამოვნებას ანიჭებს.
[media=https://www.youtube.com/watch?v=U5KrYwtmaYA]
მეტოქეზე თავდასხმის უნარი პორტუგალიელის ერთადერთი ძლიერი მხარე არ არის. სემედუ გამბედავად ცდილობს ბურთის ართმევას. 2016/17 წლების სეზონში, შიდა ჩემპიონატში ჩატარებულ 31 მატჩში, მან ეს 70-ჯერ გააკეთა.
შეტევაში აქტიურად ჩართვის შემდეგ, ნელსონი დაცვას დამაჯერებლად უბრუნდება. 38 ჩაჭრა და 33 შექმნილი შანსი აჩვენებს, თუ რამდენად სერიოზულ დაბრკლობეას წარმოადგენს პერსპექტიული ახალგაზრდა მეტოქეებისთვის. ეს ალვესის საუკეთესო წლებს გვახსენებს.
პორტუგალიელი საფეხბურთო ექსპერტები სემედუს სწორედ "ბარსელონაში" გადასვლას ურჩევდნენ, რადგან დიდებული მოთამაშეების გვერდით, როგორიც მესია, ის სწრაფად ჩამოყალიბდება და მოიპოვებს აღიარებას.
30 მილიონის სანაცვლოდ ამდენად მრავალფუნქციური ფეხბურთელის გაფორმება კლუბისთვის აშკარად მომგებიანია. ჩემპიონთა ლიგის გასულმა გათამაშებამ ნათლად აჩვენა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვთ განაპირა მცველებს "ბარსელონასთვის" და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ლატერალებს შეუძლიათ მატჩის განვითარებაზე სერიოზული გავლენა მოახდინონ.
სემედუს მნიშვნელოვან შეხვედრებში გაბრწინება შეუძლია. ნელსონს აქვს პოტენციალი იმისა, რომ გახდეს ლეგენდა. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, თუ როგორ განვითარდება ახალგაზრდა ფეხბურთელი...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]