ვენგერი "ახალი ჩავით" დაინტერესდა
ბრიტანული გაზეთის "Sunday People"-ს თქმით, ლონდონის "არსენალის" ფრანგი მწვრთნელი არსენ ვენგერი მზად არის, შეიძინოს "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი სერჟი სამპერი, რომელიც "ბარსას" U-16 გუნდში თამაშობს.
15 წლის ფეხბურთელი, "ახალი ჩავი", როგორც "ბარსელონაში" მოიხსენიებენ, არსენალის თავკაცის არსენ ვენგერის ინტერესის ქვეშ იმყოფება. ვენგერი სერგი სამპერის ყიდვას, იანვრის თვეში აპირებს და მასთან 4 წლიანი კონტრაქტის დადება სურს. ასევე ვენგერი ცდილობს, სერჟი დაარწმუნოს იმაში, რომ "ემირატებზე" თამაში მისთვის ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუმცა "ბარსელონას" ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს სამპერის შენარჩუნებას და არ უნდა ეს ყველაფერი დამთავრდეს ისე, როგორც სესკ ფაბრეგასსა და ჟერარ პიკეს მოუვიდა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]