მინო რაიოლა ვერატის აგენტი გახდა

მინო რაიოლა ვერატის აგენტი გახდა

როგორც ჩანს, მარკო ვერატი კატალონიურ გრანდს კიდევ უფრო შორდება. მოლაპარაკებები ისედაც თითქმის სრულიად წარუმატებლად მიმდინარეობდა და კატალონიელთა გულშემატკივრების ერთადერთ იმედად ის ზეწოლა რჩებოდა, რომელიც საკუთარ კლუბზე თავად ფეხბურთელს უნდა მოეხდინა. ეს კი დონატო დი კამპლიმაც არ დააკლო, როცა ნასერ ალ-ხელაიფი მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ვერატი პარიზელთა ტყვეა. გუშინ კი ფეხბურთელმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მის ინტერესებს დი კამპლი აღარ დაიცავს და მის ადგილს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აგენტი, მინო რაიოლა დაიკავებს.

აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გაოფიციალურებამდე, რამდენიმე კვირის განმავლობაში იწერებოდა დი კამპლისა და ვერატის შორის ურთიერთობის გაფუჭების შესახებ. განსაკუთრებით კი იტალიური პრესა აქტიურობდა. რამდენიმე კვირის წინ აგენტმა სოციალურ ქსელში ვერატისთან ერთად ფოტოც გამოაქვეყნა წარწერით "მხოლოდ ერთი რამ", თუმცა როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ყველაფერი მკვეთრად შეიცვალა.

აღნიშნული ფოტოს გამოქვეყნებიდან 1 თვისა და 4 დღის შემდეგ, უკვე ფეხბურთელმაც განაცხადა, რომ დი კამპლი მის ინტერესებს აღარ დაიცავს. "ვადასტურებ, რომ დღეიდან ჩემს სპორტულ ინტერესებს მხოლოდ მინო რაიოლა დაიცავს. მადლობას ვუხდი დონატო დი კამპლის აქამდე შესრულებული მუშაობის გამო." - დაწერა პსჟ-ს ნახევარმცელმა სოციალურ ქსელ Instagram-ზე.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის ფაქტი, რომ ვერატისა და მისი აწ უკვე ყოფილი აგენტის გზები გაიყო. რამდენიმე კვირის წინ, ვერატის ოფიციალური ინტერვიუ გავრცელდა, სადაც იგი ბოდიშს უხდის პსჟ-ს ფანებსა და მომუშავე პერსონალს დი კამპლის სიტყვების გამო და აღნიშნავს, რომ ეს მისი პოზიცია არაა. რაც შეეხება რაიოლას, თუ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ, მას კატალონიურ გრანდთან მთლად კარგი ურთიერთობა არ აკავშირებს. ესპანური პრესა ვერატის ამ გადაწყვეტილებას ნათლავს როგორც მის მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #13 20 ივლისი 2017 18:58
    0
    ციტატა: M10 S9 N11
    კაროჩე ერიკსენი საული დელე ალი და ტიაგო ამათ მიწვნენ მო****ია პატრონი ვერატის

    ტიაგო და საული გამორიცხე.ალი ერიქსენი კიდე შეიძლება
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #12 20 ივლისი 2017 16:49
    0
    აღარ მინდა ვერატი
    roninika007
    სტუმარი [?]
    #11 20 ივლისი 2017 16:13
    0
    ტიაგო რა კაი იქნებოდა არადა. ამ ჩემ სლეზე პატარა კაცის სახვეწნარი რა გვჭირს.
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #10 20 ივლისი 2017 15:53
    0
    ხოდა გაასხი ვერატი, დელე ალი მოიყვანეთ ან ერიკსენი, პსჟს კიდევ რო გავაპობთ ლიგაზე მერე მიხვდრრბა იტალიელი ჯუჯა ყველაფერს :)) მიდი ბართუშ ალიზე იჩალიჩე
    forever barcelona
    სტუმარი [?]
    #9 20 ივლისი 2017 15:05
    0
    ციტატა: zura1988
    ციტატა: 3NEMY
    ისე მაგრად შევაკვდით ამ ვერატის... ერიკსენი,კოუტინიო,ალი,სერი,პიანიჩი,ალკანტარა. პირველი 2 და განსაკუთრებბით ბოლო ყველაზე კაი ვარიანტია...

    სხვისი არვიცი და, პიანიჩი და კოუტინიო მინდა მაგრად ბარსაში.... blush

    Alic gamogvadgeba
    zura1988
    სტუმარი [?]
    #8 20 ივლისი 2017 14:54
    0
    ციტატა: 3NEMY
    ისე მაგრად შევაკვდით ამ ვერატის... ერიკსენი,კოუტინიო,ალი,სერი,პიანიჩი,ალკანტარა. პირველი 2 და განსაკუთრებბით ბოლო ყველაზე კაი ვარიანტია...

    სხვისი არვიცი და, პიანიჩი და კოუტინიო მინდა მაგრად ბარსაში.... blush
    GioMSN
    სტუმარი [?]
    #7 20 ივლისი 2017 14:44
    0
    ამისთვის ფულის მიღებაა მთავარი ამიტომ ახლა უფრო გაიზარდა ვრატის გადმოსვლა რადგან ამან ფოგბას ტრანსფერში 20 ლიმონი აიღო
    marco verratti.
    სტუმარი [?]
    #6 20 ივლისი 2017 14:40
    0
    კოუტინიო მოიყვანონ ვერატი არ მოვა ამან პოგბაზე რაგააკეტა არ გახსოვტ?
    sany
    სტუმარი [?]
    #5 20 ივლისი 2017 14:23
    0
    Nymari aucileblad gvigalatebs 3 wlis mere mainc eg trakis motamashes magrad gavs ase ro messi, ro daberdeba mere egec ro wavides cud sitvaciashi chavardebit gamoushvan juja da 130 milioni da brazilielebis 90 procentis mogalate deda vatire magrad nervebi meshleba... Tips unda wasvla ragac guli migrdznobs metrabke psg shi ro gadava kaci aba is xamia an yle
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 20 ივლისი 2017 13:30
    0
    შეეშვით ამ ვერატის სარი უთხრია,თუ არ მოდის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივლისი 2017 12:46
    0
    ეს მანჩესტერში გაუშვებს :დ
    Cule Is Always Elegant
    სტუმარი [?]
    #2 20 ივლისი 2017 12:29
    0
    ოპაა მეტი ხელფასი შესთავაზეთ და ჩვენია ესეიგი :დდდხ
    Gerip3
    სტუმარი [?]
    #1 20 ივლისი 2017 12:20
    0
    მეცეგრე მგონია რომ პსჟსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს კარგი მაყუთის ფასად:)) რაიოლა ბევრ ფულს დასტყუებს პსჟს