ემერი: "ნეიმარი? პსჟ-ში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ"
"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ L'Equipe-თან ნეიმარის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა და მის შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი.
"ნეიმარი? კლუბი და ფანები ამ მითქმა-მოთქმით კმაყოფილები უნდა იყვნენ. პსჟ-ში უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი, რომელიც 5,6 ან 7 საუკეთესო მოთამაშეში შედის. ეს მარტივი არ იქნება. კლუბი ამაზე მუშაობს. ვიმეორებ, ეს მარტივი არ იქნება, მაგრამ შესაძლოა გამოგვივიდეს."
ამასთან, პსჟ-"რომას" დაპირისპირების შემდეგ პრესკონფერენციაზე, ემერიმ დაამატა: "როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტს იწყებ, გუნდში ბრაზილიელის მსგავსი ფეხბურთელი ძალიან კარგია. არ ვიცი შესაძლებელია თუ არა ეს, მაგრამ ახლა კონკრეტული არაფერი ხდება."
ემერიმ "ბარსელონასთან" განცდილი მარცხიც გაიხსენა ჩემპიონთა ლიგაზე: "ჩვენ მსგავსი გამოცდილება გვჭირდებოდა. ეს ფეხბურთია. თამაში, რომელსაც ბურთით თამაშობენ, თუმცა მთავარი თავია."
"რა თქმა უნდა, პირველ მატჩში კარგი შედეგი დავაფიქსირეთ, მაგრამ "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" შესანიშნავ ზეწოლას ახდენს. მატჩის სადავეები მსაჯსაც გაექცა ხელიდან, ასე რომ, ამ დაპირისპირებაში იყო როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური დეტალები."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]