ბართომეუმ ნეიმარს "ბარსელონაში" დარჩენა თხოვა
კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონაში" ხვდებიან, რომ ნეიმარს გუნდის დატოვება და "პარი სერნ ჟერმენში" გადასვლა სურს.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, ბარსელონადან აშშ-ში მგზავრობის დროს, ნეიმარი ჩვეულად მხიარული არ იყო. კლუბის პრეზიდენტმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ კი დრო იხელთა და მასთან პირისპირ ისაუბრა. ბართომეუს აინტერესებდა, რა ეტაპზეა ნეიმარისა და პსჟ-ს მოლაპარაკებები. მან ბრაზილიელს დარჩენა სთხოვა. უცნობია, რა შედეგით დასრულდა საუბარი.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარს "ბარსელონაში" რამდენიმე პრობლემა აქვს. ეს პრობლემებია: "ბარსელონა" ფეხბურთელის ამბიციებს ვერ აკმაყოფილებს; გუნდში ბრაზილიელების რაოდნეობამ იკლო; გუნდში ის ნომერ მეორეა; გუნდს საშუალო დონის მწვრთნელი ჰყავს; გუნდი ხმაურიან ტრანსფერებს ვერ ახორციელებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]