ნეიმარმა თანაგუნდელებთან სიჩუმე დაარღვია
დღეს, "ბარსელონამ" ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვარჯიში გამართა. ცხადია, ნეიმარის ირგვლივ აგორებული ჭორების გამო, რომლის თანახმადაც პსჟ მზადაა მის სანაცვლოდ 222 მილიონი ევრო გადაიხადოს და თავად ფეხბურთელიც თანახმაა, მთელი ყურადღება მის მიმართ იყო მიმართული. ბრაზილიელი შემტევი მოედანზე ბოლოს, ლეოსა და სუარესის შემდეგ გავიდა.
თანაგუნდელების კითხვაზე, თუ როგორ გრძნობდა თავს, ნეიმარმა უპასუხა "კარგად ვარ" და ამასთან კოლეგებს მშვიდობიანი დილა უსურვა. ვარჯიშის დაწყების შემდეგ, კამერებმა ჩვეულებრივი ნეიმარი იხილეს, რომელსაც ტრადიციულად სახიდან ღიმილი არ მოშორებია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]