Spot:ნეიმარის მამა პსჟ-ს წარმომადგენლებს რამდენიმე საათში შეხვდება
გავლენიანი ესპანური Sport აგრძელებს ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ახალი ცნობების გავრცელებას. პრესის აზრით, ბრაზილიელი შემტევის კატალონიურ გრანდში დარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ფეხბურთელის მამა მომდევნო საათებში "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობას შეხვდება.
ჟურნალისტმა მუჰამედ ბუჰაფსმა ამის შესახებ საკუთარ Twitter-ის ანგარიშზე დაწერა. მისი ცნობით, ანტერო ენრიკე და ნეიმარის მამა ტრანსფერისა და კონტრაქტის საბოლოო დეტალების შესათანხმებლად ემზადებიან.
ეს ჟურნალისტი ასევე აღნიშნავს, რომ ამჯერად, პსჟ-ს ნაბიჯის გადადგმისკენ თავად ნეიარმა და მისმა გარემოცვამ უბიძგეს.
მიუხედავად ამისა, ოფიციალურ დონეზე ჯერ არც ნეიმარს, არც მის გარემოცვას და არც "ბარსელონას" ამ საქმის არსებობა არ დაუდასტურებია. ბრაზილიური პრესა კი წერს, რომ ნეიმარმა უკვე შეატყობინა პსჟ-ში მოთამაშე თანამემამულეებს, რომ მომავალ სეზონში ის მათთან ერთად ითამაშებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]