სერჟი რობერტო და სილესენი ნეიმარზე
ბოლო დღეებში ნეიმარი პრესის მთავარი გმირი გახდა. ამერიკაში პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ, "ბარსელონას" ფეხბურთელებმა, სერჟი რობერტომ და იასპერ სილესენმა ბრაზილიელ თანაგუნდელზე ისაუბრეს. ორივემ პრესაში აგორებული სკანდალის ჩახშობა სცადა და მათ სწამთ, რომ ნეიმარი არ წავა.
"მხოლოდ ის ვიცი რომ ის ჩვენთან ერთადაა და ამის გამო ბედნიერები ვართ. ჩვენ ჩვენთან ერთად საუკეთესოები გვსურს და ნეიმარი ერთ-ერთი მათგანია. ამ წლებში მან გუნდისთვის ბევრი რამე გააკეთა. როგორც ვხედავ, ისიც საკმაოდ მშვიდად გრძნობს თავს." - განაცხადა სერჟი რობერტომ.
ფეხბურთელმა კომენტარი იმაზეც გააკეთა, რომ პსჟ პრესის ინფორმაციით ნეიმარის გამოსასყიდი თანხის გადახდას აპირებს და განაცხადა, რომ ეს ძალიან ცოტა კლუბს შეუძლია. "სატრანსფერო ფანჯარა ასეთია. ბოლო წლებში გუნდებმა საკმაოდ დიდი თანხები გადაიხადეს, არიან გუნდები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ."
რობერტოს პოზიცია სილესენმაც გაიზიარა, რომელიც, ტერ შტეგენის დაბრუნებამდე გუნდის კარს დაიცავს. ისიც დარწმუნებულია, რომ ბრაზილიელი შემტევი "ბარსაში" დარჩება. "ეს ყველაფერი, როგორც ყოველთვის, ხუმრობაა. თუმცა შეიძლება ცოტათი სერიოზულიც იყოს, რადგან ვარჯიში ძალიან რთულია." განაცხადა ჰოლანდიელმა ირონიით, რადგან შტატებში ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია და მაღალი ტენიანობაცაა, რაც მუშაობას ართულებს. "ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მინდა, რომ ჩემს გუნდში ვიხილო." ხოლო კითხვაზე, წარმოუდგენია თუ არა "ბარსელონა" ნეიმარის გარეშე, კიპერმა ასეთი პასუხი გასცა: "ეს მას უნდა ჰკითხოთ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]