ვერატი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა, "ბარსელონას" პრიორიტეტი დიბალა ხდება
კატალონიის "ბარსელონას" ამ ზაფხულის მთავარი სამიზნე, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსისა" და არგენტინის ნაკრების ფორვარდი, პაოლო დიბალა გაახდეს.
აქამდე "ლურჯ-ბროწეულისფრები" "პარი სენ-ჟერმენის" იტალიელი ნახევარმცველი მარკო ვერატი იყო, თუმცა ფრანგებმა კატალონიელების ყველა შემოთავაზება დაბლოკეს.
მოგეხსენებათ, რომ ვერატის ახალი აგენტი მინო რაიოლა გახდა. ფრანგული L'Equipe-ის ინფორმაციით, ფეხბურთელი პსჟ-სთან უკვე ახალ კონტრაქტზე აწარმოებს მოლაპარაკებებს და, სავარაუდოდ, მალე გაახანგრძლივებს.
რაც შეეხება 23 წლის არგენტინელს ფეხბურთელს, "ბლაუგრანა" მზადაა საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადოს დიბალას სანაცვლოდ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 16 ]