29 წელი ლეგენდარული კრუიფის წარდგენიდან
22 ივლისი "ბარსელონას" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან ის კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, იოჰან კრუიფს უკავშირდება.
ზუსტად ამ დღეს, 29 წლის წინ, "კამპ ნოუზე" "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის რანგში იოჰან კრუიფის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც დაახლოებით, 40 ათასი ადამიანი დაესწრო.
ჰოლანდიელი "ბლაუგრანას" 8 წლის განმავლობაში წვრთნიდა. კრუიფის აქტივში 11 ტიტულია. "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" შიდა ჩემპიონატში პირველობა 4-ჯერ იზეიმეს და რაც მთავარია, 1992 წელს მათ ნანატრი ჩემპიონთა ლიგის თასი "სამპდორიასთან" გამართულ მატჩში მოიპოვეს.


მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]