"ჩელსი" სერჟი რობერტოს გამოსასყიდ თანხას იხდის
ლონდონის "ჩელსი" კატალონიის "ბარსელონას" უნივერსალის, სერჟი რობერტოს შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Sport-ის ჟურნალისტი, ხოსე ლუის კარასო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ინგლისის მოქმედი ჩემპიონი იმდენადაა 25 წლის რობერტოს შეძენით დაინტერესებული, რომ მზადაა მისი გამოსასყიდი თანხა, 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
სერჟი რობერტო "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიელთა პირველ გუნდში მან 153 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. გუნდში მისი როლი განსაკუთრებით გასულ ორ სეზონში, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ლუის ენრიკემ ფეხბურთელი მოედნის ცენტრიდან დაცვის მარჯვენა ფლანგზე გადაიყვანა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]