სერჟი რობერტოს რიგი დაუდგა: გამოსასყიდ თანხას "მანჩესტერ იუნაიტედიც" იხდის
კიდევ ერთი კლუბი, რომელიც სერჟი რობერტოს გამოსასყიდი თანხის გადახდაზე თანახმაა, "მანჩესტერ იუნაიტედია". ამ ინფორმაციას The Sun ავრცელებს.
ბრიტანული პრესის ცნობით, ნემანია მატიჩის დამატების მიუხედავად, ჟოზე მოურინიოს სერჟი რობერტოს შეძენა მაინც უნდა. "წითელი ეშმაკები" კი მზადაა, პორტუგალიელის სურვილის ასასრულებლად, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, ანუ 40 მილიონი ევრო გადაიხადოს.
"იუნაიტედს", რობერტოს ხელში ჩასაგდებად, "ჩელსისა" და "მონაკოს" კონკურენციის დაძლევა მოუწევს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდის სურვილს ეს კლუბებიც გამოთქვამენ.
თუმცა, ჯერ კიდევ არაა ცნობილი, მოინდომებს თუ არა 25 წლის უნივერსალი მშობლიური კლუბის დატოვებას. ის ხომ იმ ფეხბურთელების რიგებში არ შედის, რომლებსაც ლიონელ მესის ჩრდილში ყოფნა აწუხებთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 26 ]