„ბარსა“ არ აპირებს ნეიმარი ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს
ნეიმარის მამისა და "ბარსელონას" ხელმძღვანელობის შეხვედრაზე ფეხბურთელის წარმომადგენელმა ისეთი კონტრაქტი მოითხოვა, როგორსაც ბრაზილიელს პსჟ სთავაზობდა, იტყობინება Le10Sport.
პარიზელები ბრაზილიელს ანაზღაურების სახით წელიწადში 30 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. Globo-ს ცნობებით, ესპანელებმა უარი თქვეს. კლუბი არ აპირებს ნეიმარი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს.
ახლო წარსულში დაიწერა, რომ ნეიმარმა პსჟ-სთან 6-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში "ბარსელონა" 222 მილიონ ევროს მიიღებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
1 2
კომენტარები [ 23 ]