პსჟ-ს სურს, რომ ნეიმარმა გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში მიიღოს
"პარი სენ-ჟერმენი" კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ნეიმარ ჟუნიორისგან ითხოვს, რომ ფეხბურთელმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მომდევნო კვირაში მიიღოს.
პარიზელებს უსურთ, რომ ნეიმარისგან პასუხი მომდევნო კვირის ბოლომდე მიიღონ, როდესაც "ბარსელონა" და პსჟ ამერიკულ წინასასეზონო ტურნეს დაასრულებენ და ევროპაში დაბრუნდებიან.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა, როგორც ჩანს, 25 წლის ბრაზილიელს ფრანგებისთვის ტრანსფერზე თანხმობა არ მიუცია.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]