ვალვერდეს ზედიზედ მეორე გამარჯვება
დასრულდა საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მეორე შეხვედრა. კატალონიელებმა მეორე მატჩი ჩაატარეს ერნესტო ვალვერდეს ხელმძღვანელობით და "მანჩესტერ იუნაიტედს" 1-0 სძლიეს.
მატჩი MSN-მა სრული შემადგენლობით დაიწყო. 31-ე წუთზე ნეიმარმა ვალენსიას შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. აღსანიშნავია, რომ ამ ტურნირზე "ბარსელონას" მიერ გატანილი ყველა გოლი (3) სწორედ ბრაზილიელს ეკუთვნის.
მეორე ტაიმში "ბლაუგრანას" ახალმა მწვრთნელმა, "იუვესთან" მატჩის მსგავსად, მოედანზე თითქმის სრულიად განსხვავებული შემადგენლობა გამოიყვანა. 90 წუთი მხოლოდ იასპერ სილესენმა ითამაშა. მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა და ანგარიშიც შენარჩუნდა 1-0.
ამ გამარჯვებით, "ბარსელონამ" კიდევ 3 ქულა მიითვალა და ამჟამად 6 ქულა აქვს. შემდეგი შეხვედრა კი 30 ივლისს, თბილისის დროით დილის 4 საათზე გაიმართება. კატალონიელები მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდებიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]