ჟოზე მოურინიო: „ბარსელონას“ ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს“
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" მარცხის შემდეგ (0:1), კომენტარი გააკეთა.
"კარგი ატმოსფერო იყო. ვფიქრობ, წინასასეზონო შეხვედრებში ეს საჭიროა. ქომაგებს საუკეთესო ფეხბურთელების ხილვა სურთ. მატჩი 1:0 დასრულდა, მაგრამ სიტუაცია შეიძლებოდა სხვაგვარად წარმართულიყო, რადგან გუნდებმა უამრავი მომენტი შექმნეს. დაცვაში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ამ ეტაპზე შედეგი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არაა.
"ბარსელონას" ჰყავს მესი, ნეიმარი, პიკე, სუარესი და ინიესტა, ხოლო "რეალს" - რონალდუ, ბეილი და კროოსი. იმ გუნდთა წინააღმდეგ თამაში, სადაც ასეთი მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, ყველაფერის გაკეთებას ვერ შეძლებ. მათთან დაპირისპირება მხოლოდ ტაქტიკის დახმარებითაა შესაძლებელი. ფეხბურთში ეს შესაძლებელია, მაგრამ რასაც ისინი აკეთებენ - ფანტასტიკაა."-ამბობს მოურინიო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]