დენის სუარესი:"კოუტინიო კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ის ჯერ კიდევ ლივერპულშია"
ფეხბურთელები, რომლებმაც შარშან სეზონის დიდი ნაწილი სათადარიგოთა სკამზე გაატარეს, ერნესტო ვალვერდესთვის თავიანთი შესაძლებლობების დამტკიცებას პრე სეზონზე ცდილობენ. ასეთია დენის სუარესიც, რომელმაც "იუვენტუსსა" და "მანჩესტერ იუნაიტედთან" გამართულ ორივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
დენისმა სატრანსფერო ჭორებიც კარგად იცის და კოუტინიოს ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი. "ჩემი აზრით, ის კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჯერ კიდევ "ლივერპულის". სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბს ბევრ ფეხბურთელს უკავშირებენ, თუმცა არავინ იცის ვინ მოვა და ვინ არა."
სუარესს "ბარსელონას" დატოვებაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ მიმდინარე ზაფხულში კლუბიდან წასვლაზე არ უფიქრია. "ჩემთვის კარი არც კლუბს გაუღია. აქ ბედნიერი ვარ."
პრე სეზონის 2 თამაშის შემდეგ, დენისს სჯერა რომ გუნდში სასიამოვნო ცვლილებებია და ახალი მთავარი მწვრთნელის გამოცდილებამ დადებითად იმოქმედა. "ვარჯიშისა და მუშაობის მეთოდიკა განსხვავებულია."
რაც შეეხება ნეიმარის ტრანსფერს, სუარესმა თავისი თანაგუნდელების გზა გააგრძელა და განაცხადა, რომ "ჩვენ გვინდა, ის დარჩეს, თუმცა გადაწყვეტილება მისი მისაღებია. მართალია, რომ პსჟ-ს მისი შეძენა სურს, მაგრამ ნეიმარმა თავად უნდა აირჩიოს მისთვის საუკეთესო."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]