"ლივერპულმა" კოუტინიოს ფასი დაადო

"ლივერპულმა" კოუტინიოს ფასი დაადო

ბრაზილიის ნაკრების ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი, იურგენ კლოპის "ლივერპულის" ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, ფილიპე კოუტინიო უკვე რამდენიმე თვეა "ბარსელონას" რადარზეა.

როგორც წინა დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, კატალონიელთა წარმომადგენლები ინგლისში ჩაფრინდნენ ტრანსფერზე მოლაპარაკებების გასამართად. თავად ფეხბურთელს, ლურჯ-ბროწეულისფერი ფორმის მორგება სურს და საჭირო ნაბიჯების გადასადგმელად მზადაა.

მთავარი განსხვავება ახლანდელი და 3 თვის წინანდელ სიტუაციებს შორის კი ფასია. მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე უკვე ისეთი თანხები ფიგურირებს, რომ გასული თვეების 80 მილიონიანი ფეხბურთელი ახლა თითქმის ორმაგად ფასობს.

თავის მხრივ კი "ლივერპული" მზადაა მოლაპარაკებების გასამართად და ბრაზილიელის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამ ფასმა არა მხოლოდ კატალონიელები, არამედ პარიზელებიც დაამწუხრა, რომლებიც ასევე ცდილობენ მერსესაიდელთა ათიანის გადაბირებას.

თუ კატალონიელებმა პსჟ-ს დამარცხება ვერატის ტრანსფერში ვერ შეძლეს, კოუტინიოს საქმეში ვითარება განსხვავებულია.

"ლივერპულის" უარის მთავარი მიზეზი არა პსჟ-ს მსგავსი ეკონომიკური მდგომარეობა და თითქმის შეუზღუდავი ფინანსური შესაძლებლობები, არამედ ისაა, რომ ინგლისურ კლუბს ლიდერის გაშვება არ სურს. "ენფილდის" მკვიდრთ უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი ტიტული არ მოუგიათ და პრემიერ ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზეც შესანიშნავი ისტორიის მქონე გუნდი საკმაოდ წარუმატებლად ასპარეზობს.

გარდა ამისა, მათ საკმაოდ ამბიციური და ქარიზმატული მწვრთნელი ჰყავთ - იურგენ კლოპი, რომელსაც სურს ძლიერი და კონკურენტუნარიანი გუნდის აშენება და ლიდერად სწორედ ფილიპე კოუტინიო ჰყავს წარმოდგენილი.

მიუხედავად ამისა, კლუბებს საკმაოდ კარგი სატრანსფერო ისტორია აკავშირებთ. გავიხსენოთ ლუის სუარესის ტრანსფერი - "ლივერპულმა" თავიდანვე უარყო შემოთავაზებები, თუმცა ფორვარდის ზეწოლამ და კატალონიელთა 80 მილიონიანმა წინადადებამ თავისი გააკეთა.

მომდევნო კვირაში პრესის ინფორმაციით "ბარსელონა" პირველ ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს. თუმცა ეს თავდაპირველად, სავარაუდოდ 80 მილიონს არ გადააჭარბებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    n0i0k0a0 barsa
    სტუმარი [?]
    #12 27 ივლისი 2017 21:17
    0
    100milionzec wamovlen darwmunebuli var
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #11 27 ივლისი 2017 19:19
    0
    რაამბავია
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #10 27 ივლისი 2017 18:07
    0
    ფასის დაკლებაზე ეჩალიჩონ.მოსაყვანია აუცილებლად
    fhilippe coutinho
    სტუმარი [?]
    #9 27 ივლისი 2017 17:58
    0
    ლუის სუარესი კარგმა ურტიერტობამ და ზეწოლამ კიარა მისმა კბენა ღრენამ დაგვეხმარა ამ ტრანსფერში და ფიფამ რომელმაც დისკვალიფიკაცია მიარჭო თორემ საკითხავია მოგცემდა თუ არა პისტოლეროსლივე სხვა შემთხვევაში
    vache91
    სტუმარი [?]
    #8 27 ივლისი 2017 17:31
    0
    გაყიდონ თურანი რაფინია დაამატონ და 120 ადაც მოგვცემენ
    WinGs
    სტუმარი [?]
    #7 27 ივლისი 2017 17:29
    0
    3-4 წელიწადში ისეთი ფასები იქნება ალენიას გავყიდით 300 მილიონად
    10 leo
    სტუმარი [?]
    #6 27 ივლისი 2017 16:57
    0
    ნეიმარი რა იაფად დაუტრევიათ კიდე ამათ შემყურე. joy
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 27 ივლისი 2017 16:48
    0
    ეჰჰჰ ადიოს კოუუუ :D
    Tafss
    სტუმარი [?]
    #4 27 ივლისი 2017 16:23
    0
    ბეილი 100 მილიონიო და მაშინ უკვირდა ხალხა, მერე პოგბა 120 იო და რა ხდებაო და ეხლა 150-200 მილიონზე ისე მიდის ბაზარი როგორც არაფერი ))))
    KoCheQsa
    სტუმარი [?]
    #3 27 ივლისი 2017 16:12
    0
    რაიივო??
    Hardwell-10
    სტუმარი [?]
    #2 27 ივლისი 2017 15:59
    0
    რა 150 მილიონი ;დდდ
    მთლად ნუ გადაისხავენ ეხლა ესენი smirk
    Barcamania.ge
    სტუმარი [?]
    #1 27 ივლისი 2017 15:53
    0
    150 მილიონი არადა დედისტყვნა არუნდათ