ბართომეუ კოუტინიოს ტრანსფერზე საუბრობს
ამხანაგური "ელ კლასიკოს" წინ, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელმა, ხოსეპ მარია ბართომეუმ კლუბში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. ამერიკულ მედიასთან მან ნეიმარის ტრანსფერზეც გააკეთა კომენტარი.
"ბლაუგრანას" ხელმძღვანელმა სატრანსფერო ფანჯარაზე მიმდინარე მოვლენებზე განაცხადა, მათ შორის ფილიპე კოუტინიოს გაფორმებაზეც. ბრაზილიელ ფეხბურთელზე დასმულ კითხვაზე ბართომეუმ განაცხადა, რომ ის ვერც ვერაფერს უარყოფს და ვერც ვერაფერს დაადასტურებს.
"ის "ლივერპულის" ფეხბურთელია და ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ. მიმდინარე ზაფხულზე ჩვენ გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ. ამ ეტაპზე ვერც ვერაფერს უარვყოფ და ვერც ვერაფერს დავადასტურებ."
პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ნეიმარის შესაძლო წასვლის მიუხედავად, "ბარსელონა" ზაფხულში გაძლიერდება და ახალწვეულებში აუცილებლად იქნება ცენტრალური ნახევარმცველი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]