პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი 300 მილიონი ევრო დაუჯდება

პსჟ-ს ნეიმარის ტრანსფერი 300 მილიონი ევრო დაუჯდება

კვლავ არ წყდება მითქმა-მოთქმა კატალონიის "ბარსელონას" ბრაზილიელი შემტევის, ნეიმარ ჟუნიორის "პარი სენ-ჟერმენში" შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

დასრულდა წინასასეზონო ამერიკული ტურნე და 25 წლის ბრაზილიელი ჩინეთში, შანხაიში, გაემგზავრება, რათა მისი სპონსორის, Nike-ის ღონისძიებას დაესწროს. წყაროს ინფორმაციით, ამის შემდეგ ნეიმარი დოჰაში გაფრინდება, სადაც კომპანია Qatar Sports Investment-თან გააფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც პსჟ-ს მფლობელის საკუთრებაა.

საფრანგეთში არსებული სატრანსფერო წესდების თანახმად, "პარი სენ-ჟერმენს" ნეიმარის ტრანსფერი არა 222 მილიონი ევრო, არამედ ბევრად მეტი - 300 მილიონი ევრო დაუჯდება. საკითხავია, რამდენად რეალურია ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდა, გარდა ამისა, ფრანგულ კლუბს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას უეფასთან. დრო გვიჩვენებს, წავა თუ არა პსჟ ორმარ რისკზე.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარმა თანაგუნდელებს უკვე შეატყობინა, რომ პარიულ კლუბში გადასვლას აპირებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    lado-barca
    სტუმარი [?]
    #5 30 ივლისი 2017 15:12
    0
    უნდა დარჩეს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 30 ივლისი 2017 14:36
    0
    ებიჭო დაეტიეე ჭირდები ბარსელონას და ბარსელონაც გჭირდება შენ..რამხელა ძალა გვაკლდება ამის გარემოცვის და უაზრო ხასიათის გამო. ლიგაზე გაგვიჭირდება ნეიმარის გარეშე. კი გაგინებ დილა საღამოს და იდეში შენნაირები მართლა უნდა მოცილდნენ გუნდს..მარა არავის მომყვანები ესენი არ არიან და დავრჩებით პაკოს იმედზე
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #3 30 ივლისი 2017 13:30
    0
    არ წავა ნეიმარი.უნდა დარჩეს ეს ბიჭი ჩვენთან
    CATALONYA€
    სტუმარი [?]
    #2 30 ივლისი 2017 11:42
    0
    aman fuli tu airchia xo maladec nemos, chemi azrit arwava
    ტერ შტეგენი
    სტუმარი [?]
    #1 30 ივლისი 2017 09:48
    0
    აუფ გენაცვალე 300 მილიონი ევრო ამათ რა გონიათ? რა კარგი იქნება ფინანსურად თუ დაერხევა პსჟ-ს ნეიმარის შეძენის შემდეგ :დ ეგრე იქნება უეჭველი